ბათუმი, ა. პუშკინის № 168, 6000
+995 (0422) 27-69-25
contact.news@tv25.ge

ბათუმის 25-ე არხი 1993 წელს დაარსდა და მაუწყებლობს დეციმეტრული დიაპაზონის 25-ე არხზე. 25-ე არხის აუდიტორია, საშუალოდ, შეადგენს 250 000-მდე კაცს.  

მაუწყებლობის არეალი მოიცავს შავი ზღვის სანაპირო ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე. გადაცემები ვრცელდება ასევე ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონების ნაწილში. თანამგზავრის საშუალებით, არხი ფარავს აჭარის მაღალმთიან რაიონებსაც (ქედა, შუახევი, ხულო).

არხს აქვს შემდეგი გადაცემები:

"მაცნე" - საინფორმაციო გამოშვება;
"დიალოგი" - საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუ;
"ბარათი" - მუსიკალური პროგრამა.

მაუწყებელში 42 ადამიანი მუშაობს. მისი დირექტორი მურთაზ ფრანგულაშვილია.