ზესტაფონი, ზაპოროჟიეს ქ #1
argo-media@mail.ru

ტელეკომპანია „არგოს“ იურიდიული სახელწოდებაა შპს ტელერადიოკორპორაცია “ინფორმკავშირი”, რომელიც 1995 წელს დაარსდა. მისი გავრცელების არეალია ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტები, მათი მიმდებარე სოფლები და, ნაწილობრივ, ხარაგაული.

ტელევიზია სარგებლობს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით. მისი სავარაუდო მაყურებლების რაოდენობა 95.000-ია.

არხზე გადის შემდეგი გადაცემები:

"სპექტრი" - ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება;
"აქტუალური თემა" - ტოკ-შოუ;
"საუბრები სულიერებაზე" - ინფორმაციულ-ანალიტიკური გადაცემა;
"იურისტი სტუდიაში" - პროგრამა იურიდიულ თემატიკაზე;
"რაიონის ყველაზე ინტელექტუალური მოსწავლე" - საგანმანათლებლო პროგრამა.


ტელეკომპანია "არგოში" თვითრეგულირების მექანიზმი 2009 წლის 12 მარტს შეიქმნა. მაუწყებელში მუშაობს 16 ადამიანი.

არხის დირექტორია მარინე ჯუღელი. 

 

 

ტელევიზიაში მუშაობს

"არგოს დირექტორია მარინა ჯუღელი.