ბოლნისი, სულხან საბას #39
+995 514 410022
rekhviashvili62@mail.ru

"ბოლნელი”, ყოფილი ”მე-12 არხი”, 1995 წელს დაარსდა. ტელეარხი შპს ”სამაუწყებლო კომპანია ბოლნელს“ ეკუთვნის და ფლობს კერძო/საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას. "ბოლნელი" ფარავს ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროს და დმანისის მუნიციპალიტეტებს. პოტენციური მაყურებლის რაოდენობაა 79 000.

არხზე გადის შემდეგი გადაცემები:

"საინფორმაციო პროგრამა" - ყოველდღიური გადაცემა საათში ერთხელ (ქართულ ენაზე);
"საინფორმაციო პროგრამა" - ყოველდღიური გადაცემა (აზერბაიჯანულ ენაზე);
"აქტუალური ინტერვიუ" - ინტერვიუ რეგიონის აქტუალურ თემებზე;
"იცნობდე შენს მხარეს" - კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა;
"ქართული კინოს სათავეებთან" - გადაცემა კინოზე;
"ქალი და სამყარო" - გადაცემა გენდერზე;
"ქართული პოეზია" - გადაცემა პოეზიაზე;
"იუმორი და მხოლოდ იუმორი" - იუმორისტული პროგრამა;
 

ტელეკომპანია "ბოლნელში" თვითრეგულირების საბჭო 2009 წელს შეიქმნა. არხზე ამჟამად 12 ადამიანი მუშაობს. 

მაუწყებლის დირექტორია ოლეგ უგრეხელიძე.