ბორჯომი, ფიროსმანის #5
+995 0367 223040
+995 0367 223041
tvborjomi@gmail.com

ტელეკომპანია "ბორჯომი" 1997 წელს დაარსდა. მისი იურიდიული სახელწოდებაა შპს "ტელე-რადიოკომპანია ბორჯომი." არხი მაუწყებლობს ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩართულია ქალაქში არსებულ საკაბელო ქსელში და მისი პოტენციური აუდიტორიის რაოდენობა, დაახლოებით, 32.000-ს შეადგენს. 

ტელევიზიას საერთო მაუწყებლობის ლიცენზია აქვს. მის ეთერში გადის შემდეგი გადაცემები:

"დღის ქრონიკა" - საინფორმაციო გამოშვება;
"კვირის ქრონიკა" - კვირის შემაჯამებელი გამოშვება;
"ფორუმი" - ტოკ-შოუ პირდაპირ ეთერში;
"თავისუფალი მიკროფონი" - საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა;
"მრავალკუთხედი" - რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ, პარტნიორ მაუწყებლებთან ერთად მომზადებული ტელეჟურნალი;
"ჩვენი რწმენა" - გადაცემა რელიგიაზე. 

 

ტელევიზიაში  თვითრეგულირების მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა. ამ ეტაპზე არხზე 15-მდე თანამშრომელი მუშაობს. 

მაუწყებლის დირექტორია მარინა კუპატაძე.