+995 0370 27 95 66
ტელეკომპანია ”დია” 1990 წელს დაარსდა. მაუწყებლობა 1996 წლიდან დაიწყო. ფლობს კერძო/საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას. მისი სამაუწყებლო არეალია ხაშური, გორი და მისი შემოგარენი. საკაბელო ქსელების საშუალებით კი მთელს საქართველოს ფარავს. ტელევიზიის პოტენციური აუდიტორიის რაოდენობა 200.000-ს აღწევს.
ტელეკომპანია „დიას“ აქვს შემდეგი გადაცემები:
"ახალი ამბები" - ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება;
"ათიანი" - დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება;
„თავისუფალი სივრცე“ - ტოქ-შოუ, ეთერში გადის კვირაში სამჯერ;
„კვირის რეალობა“ - ყოველკვირეული ანალიტიკური ტოქ-შოუ;
„პოზიტივი“ - ყოველდღიური შუადღის გადაცემა.
ტელეკომპანია „დიაში“ თვითრეგულირების მექანიზმი 2010 წლის 2 თებერვალს შეიქმნა. მაუწყებელში ამჟამად 40-მდე ადამიანი მუშაობს.
ტელევიზიის დირექტორია მაია ტატულაშვილი.