გურჯაანი, ნონეშვილის #14
+995 0353 273330
nibladze62@mail.ru

შპს „ტელეკომპანია გურჯაანი“ დაარსდა 1993 წელს. აქვს საერთო/კერძო მაუწყებლობის ლიცენზია და ფარავს გურჯაანის რაიონსა და მიმდებარე სოფლებს. არხი მაუწყებლობს 08:00-დან 02:00-მდე, საინფორმაციო გამოშვება პირდაპირ ეთერში დღეში ოთხჯერ გადის. ის მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე ქვეყანასა და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებს.

არხი მაუწყებლობს როგორც ციფრული სიგნალით, ასევე ინტერნეტის, "მაგთისატისა" და სატელიტის საშუალებით. ტელეკომპანია "გურჯაანის" პოტენციური მაუყრებლის რაოდენობა 175.000 კაცს შეადგენს. 

მაუწყებელს აქვს შემდეგი გადაცემები:

 "დღეს" - საინფორმაციო გამოშვება;
ჯანმრთელობა - სამედიცინო თემატიკის ყოველკვირეული პროგრამა;
მიკროფონი ჩართულია - გადაცემა ბავშვებისათვის;
კვირის თემა - ყოველკვირეული ტოქ-შოუ. 

 

ტელეკომპანია "გურჯაანში" თვითრეგულირების მექანიზმი 2010 წლის 9 თებერვალს შეიქმნა. ამ ეტაპზე მაუწყებელზე 22 ადამიანი მუშაობს.

არხის გენერალური დირექტორია თამარ ნიბლაძე. აღმასრულებელი დირექტორი კი - ლევან ალექსიშვილი.