ჭიათურა, ნინოშვილის #7
+995 0(479) 256111
+995 0(479) 252400
imetviziatv@yahoo.com

ტელეკომპანია "იმერვიზია" 1991 წელს დაარსდა. აქვს კერძო/საერთო მაუწყებლობის ლიცენზია. მისი დაფარვის ზონა ჭიათურა და საჩხერის ტერიტორიაა. არხი უჩვენებს ჯავის რაიონშიც და ამჟამად ოკუპირებულ სოფელ პერევშიც. გამომდინარე კონფლიქტურ რეგიონში მაუწყებლობიდან, არხს აქვს ოსურენოვანი გადაცემებიც. "იმერვიზიის" სიხშირე ვრცელდება როგორც ციფრული სიგნალით, ასევე ინტერნეტით და სატელიტური მაუწყებლობით. მის პოტენციურ აუდიტორიას 118.000 კაცი შეადგენს.

"იმერვიზიას" აქვს შემდეგი გადაცემები:

"ინფორმატორი"- ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება შაბათ-კვირის გარდა;
"მთავარი თემა" - ყოველკვირეული სოციალურ-პპოლიტიკური ტოქ-შოუ;
"ინდისტრიული მაცნე" - ყოველკვირეული საინფორმაციო გამოშვება ინდუსტრიის შესახებ;
"რუბიკონი" - ყოველკვირეული ინტელექტუალური შოუ;
"არტფრეში" - ყოველკვირეული ახალგაზრდული გადაცემა;
"სიტყვაკაზმული" - ყოველდღიური ლიტერატურული გადაცემა;
"იმერვიზიის მელოდიები" - ყოველდღიური მუსიკალური პროგრამა.

 

ტელეკომპანია "იმერვიზიაში" თვითრეგულირების საბჭო 2010 წლის 24 აგვისტოს შეიქმნა. ტელევიზიაში ამ ეტაპზე 17 თანამშრომელი მუშაობს.

არხის დირექტორია რამაზ გამეზარდაშვილი.