ქვემო ქართლის ტელეკომპანია

მეგობრობის გამზირი #4, რუსთავი
+995 0341 25 44 00
tvkvemokartli@yahoo.com

„ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია“ 1998 წელს დაარსდა.  ფლობს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას და მისი დაფარვის არეალი მოიცავს რუსთავს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას.

არხის მაუწყებლობა ასევე ვრცელდება ინტერნეტის საშუალებით. სამაუწყებლო დრო 08:00-03:00-ია. პოტენციური მაყურებლის რაოდენობა 513.000-ს შეადგენს.
 

„ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია“ ამზადებს შემდეგ გადაცემებს:

,,ქრონიკა“ - ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება;
,,სტუდია 4“ - ყოველკვირეული ანალიტიკური პროგრამა;
,,ჯანმრთელობა“ - ყოველკვირეული გადაცემა სამედიცინო თემაზე;

,,რუსთავის ადვოკატი“ - ყოველკვირეული  გადაცემა იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებზე;
,,ნიღბებს მიღმა“ - ყოველკვირეული გადაცემა;
„2*2=6“ -  ყოველკვირეული გადაცემა;
,,ბლიცი“ - ყოველდღიური ვიქტორინა;
,,არტ რუსთავი“ - ყოველკვირეული გადაცემა;
,,ყველაფერზე გულახდილად“ - ყოველკვირეული გადაცემა;
„სინემატოგრაფი“ - ყოველკვირეული გადაცემა კინოზე;
,,გუთანი“ - ყოველკვირეული გადაცემა რელიგიურ საკითხებზე;
,,რეპორტიორი“ - ყოველკვირეული გადაცემა.

 

ტელეკომპანიაში თვითრეგულირების მექანიზმი 2009 წლის 23 აგვისტოს შეიქმნა. ამჟამად "ქვემო ქართლის ტელევიზიაში" 37 ადამიანი მუშაობს.

არხის დირექტორია გიგი მგალობლიშვილი.