მარნეული, 26 მაისის ქ. #3
0357 221592
032 2184990
martv2006@gmail.com

შპს "მარნეული TV" 2006 წლის 1 ივნისს დაარსდა. მაუწყებლობს საპატრიარქოს კუთვნილი კერძო/საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის ფარგლებში. მისი გავრცელების არეალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გარდა, მოიცავს ბოლნისის, თეთრი წყაროსა და გარდაბნის ტერიტორიის ნაწილს. არხი ვრცელდება ინტერნეტით, მულტიპლექსის საშუალებით, ასევე Global.TV-ით და ფლობს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიასაც. მისი პოტენციური აუდიტორია 132.000 ადამიანს შეადგენს. 

არხის ძირითადი ამოცანაა რეგიონში სახელმწიფოებრივი აზროვნების გაძლიერება, რასაც ადგილზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ენაზე წარმოებული მედიაპროდუქტიც უწყობს ხელს. მაუწყებლის პრიორიტეტებში შედის ადგილობრივი ახალი ამბების, შემეცნებითი პროგრამებისა და აქტუალურ თემებზე მომზადებული დისკუსიების გადაცემა. 

 

ტელეკომპანია "მარნეულის" ეთერში გადის შემდეგი გადაცემები:

"ახალი ამბები" - საინფორმაციო გამოშვება ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე;
"ჩვენი საქმე" - სოციალურ-პოლიტიკური ტოქ-შოუ;
"ქართული ენის გაკვეთილები" - საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისათვის;
"თანამედროვე მეურნე" - სატელევიზიო ჟურნალი ფერმერებისათვის;
"სამედიცინო გადაცემა" - ექიმის რჩევები, პროგრამა სამედიცინო თემაზე.

 

ტელეკომპანია "მარნეულში" თვითრეგულირების საბჭო 2013 წელს შეიქმნა. არხზე ამჟამად 14 თანამშრომელი მუშაობს. 

მაუწყებლის დირექტორია შალვა შუბლაძე.