მშვიდობის #4, ფოთი, საქართველო
(493) 224114
nwbc@nwbc.ge

შპს სამაუწყებლო კომპანია ”მეცხრე ტალღა” 2000 წელს დაარსდა. არხი ფლობს კერძო/საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ნომრით B27. მაუწყებლობს ქართულ ენაზე და ვრცელდება ფოთის, სენაკის, ჩხოროწყუს, გალის, ზუგდიდისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზე. მისი პოტენციური აუდიტორიის რაოდენობა 150.000-ს შეადგენს. 

არხზე გადის შემდეგი გადაცემები:

"კურსორი" - ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება;
"თემა" - ყოველკვირეული ანალიტიკური პროგრამა;
"ბიზნეს ნიუსი" - გადაცემა ეკონომიკაზე;
"ფერადი ამბები" - საბავშვო პროგრამა;
"ტოპ 10" - მუსიკალურ-გასართობი პროგრამა;
"კინომოზაიკა" - გადაცემა კინოზე. 

ტელეკომპანია "მეცხრე ტალღაში" თვითრეგულირების მექანიზმი 2009 წლის 1 სექტემბერს შეიქმნა. არხზე მუშაობს 17 თანამშრომელი.

"მეცხრე ტალღის" დირექტორია გერმანე სალია.