ზუგდიდი, გამსახურდიას #119
odishi1989@gmail.com

ტელეკომპანია "ოდიში" 1989 წელს შეიქმნა. არხი საქართველოში პირველი საკაბელო ტელევიზია იყო. მისი მაუწყებლობის დაფარვის ზონაში შედის სამეგრელო, ნაწილობრივ სვანეთი და აფხაზეთი. მას, დაახლოებით, 300.000 პოტენციური მაყურებელი ჰყავს. 

ტელეკომპანია "ოდიში" აქტიურად თანამშრომლობს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან, რომლის სრულუფლებიანი წევრიც არის. მის ეთერში გადის რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული ყოველკვირეული გადაცემა "მრავალკუთხედი," რომელიც ყველა რეგიონის მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენებს აშუქებს. "ოდიშს" მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. მის ეთერში ყოველდღიურად გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული საინფორმაციო პროგრამა "მოამბე" აფხაზურ ენაზე.

ტელეკომპანიის ეთერში გადის შემდეგი გადაცემები:

1. "დრო" - ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამა;
2. "ინფო-დაიჯესტი" - ყოველკვირეული შემაჯამებელ-ანალიტიკური პროგრამა;
3. "ქრისტეს გზა" - გადაცემა ქართულ ხუროთმოძღვრებაზე;
4. "საუბრები მართლმადიდებლობაზე" - რელიგიური გადაცემა.

2007 წლიდან ეთერში გავიდა რადიო "ოდიში+,"(FM 102,9).  რადიოს რეიტინგული გადაცემებია:

1. მუსიკალური ვიქტორინა;
2. MTV ჩარტი;
3. ექსკლუზივი;
4. სტუმარი;
5. +შოუ.

ტელევიზიის დამფუძნებლები არიან გრიგოლ, ალექსანდრე და ლევან ქობალიები. მაუწყებელში თვითრეგულირების მექანიზმი 2010 წლის 7 ივლისს შეიქმნა. თანამშრომლების რაოდენობა 15 კაცს შეადგენს.

ტელეკომპანიის ამჟამინდელი დირექტორია დავით გრიგოლია.