ნინოწმინდა, თავისუფლების ქუჩა #39
+995 0361 222959; 599 18 83 29
parvanatv@gmail.com

საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია “ფარვანა”, ნინოწმინდის ტელეკომპანია ”Г.К.Н”-ის სახელით 1990 წელს დაარსდა. 1993 წელს საქართველოში ელექტროენერგიის  დეფიციტის გამო ტელეკოპმანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა მისი მაუწყებლობა 1998 წელს კვლავ განახლდა. 2000 წელს ”Г.К.Н” ხელახლა დარეგისტრირდა არასამთავრობო ორგანიზაცია ტელე-რადიო კომპანია ”ფარვანად”, რომელმაც დააფუძნა ამავე სახელწოდების ტელევიზია. არხი ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მაუწყებლობს. პოტენციური აუდიტორია 35 000 კაცია.

მის ეთერში გადის საინფორმაციო, ანალიტიკური, გასართობი პროგრამები.

„ფარვანაში“ ათი ადამიანი მუშაობს.

ტელევიზიის დირექტორია კონსტანტინ ვართანიანი.