ქუთაისი, ფალიაშვილის #2
+995 0 431 211252
rionitv@rionitv.com

შპს ტელერადიოკომპანია „რიონი“ 1986 წელს სტუდიის სახით დაარსდა. კომერციულ ტელევიზიად 1989 წლის 23 თებერვალს გაფორმდა. მაუწყებლობა კი იმავე წლის 7 მაისს დაიწყო. 1991 წლიდან დარეგისტრირდა როგორც ტელეკომპანია "რიონი." 

მისი გავრცელების არეალია ქუთაისი, სამტრედია, წყალტუბო, ვანი, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდადი, ხარაგაული და ტყიბულის რაიონი. 2009 წლის სექტემბრიდან “რიონი” მაუწყებლობს ინტერნეტითაც. პოტენციური მაყურებლის რაოდენობა, საშუალოდ, 700.000-ია. 

ტელეკომპანია "რიონს" აქვს საერთო მაუწყებლობის ლიცენზია. ამზადებს და ეთერში უშვებს შემდეგ გადაცემებს:

"დღის ამბები" - საინფორმაციო გამოშვება;
"თემა" - ტოქ-შოუ;
"დიალოგი - ტოქ-შოუ;
"ანგარიში ხალხს" - ტოქ-შოუ;
"განსხვავებული აზრი" - ტოქ-შოუ;
"დილით" - დილის გადაცემა;
"ჩვენი შუადღე" - შუადღის გადაცემა;
"არენა" - გადაცემა სპორტზე;
"საზოგადოებრივი კლუბი" - ტოქ-შოუ საზოგადოებრივ თემებზე;
"შვიდი დღე" - ყოველკვირეული ტელეჟურნალი;
"არტკამერა" - გადაცემა ხელოვნებაზე;
"საუბრები მამაპაპურ ბუხართან" - საავტორო გადაცემა;
"რიონულა" - ტელეჟურნალი.

ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული პროგრამები:

"სხვა ცნობარი" - ყოველდღიური დაიჯესტი;
"ევროდაიჯესტი" - ყოველკვირეული გადაცემა ევროკავშირის შესახებ;
"მრავალკუთხედი" - ყოველკვირეული ტელეჟურნალი. 

ტელეკომპანია "რიონში" თვითრეგულირების საბჭო 2009 წლის 1 მაისს შეიქმნა. არხზე ამჟამად 59 ადამიანი მუშაობს. 

ტელევიზიის დირექტორია თამარ ღვინიანიძე.