ქუთაისი, ფალიაშვილის #2
+995 0431 21 11 41
+995 577442224
+995 577442224
rionitv@rionitv.com
ტელეკომპანია „რიონი“ კომერციულ ტელევიზიად 1989 წლის 23 თებერვალს გაფორმდა. მაუწყებლობა კი იმავე წლის 7 მაისს დაიწყო.
მისი გავრცელების არეალია ქუთაისი, სამტრედია, წყალტუბო, ვანი, თერჯოლა, ზესტაფონი, ბაღდადი, ხარაგაული და ტყიბულის რაიონი. 2009 წლის სექტემბრიდან “რიონი” მაუწყებლობს ინტერნეტითაც. პოტენციური მაყურებლის რაოდენობა, საშუალოდ, 700.000-ია.
ტელეკომპანია "რიონს" აქვს შემდეგი გადაცემები:
- პოლიტიკური რუკა
- დიალოგი
- კოლაჟი
- საუბარი მოძღვართან
- სპორტული გადაცემა "არენა"
- ჩვენი შუადღე
- ექიმი გვირჩევს
ტელეკომპანია "რიონში" თვითრეგულირების საბჭო 2009 წლის 1 მაისს შეიქმნა. არხზე ამჟამად 42 ადამიანი მუშაობს.
ტელევიზიის დირექტორია თამარ ღვინიანიძე.