ჭავჭავაძის გამზირი #100, თელავი, 2200
+995 0350 27 39 95
tanamgzavri_tv@yahoo.com

შპს ტელეკომპანია „თანამგზავრი“ 1991 წელს დაარსდა. ფლობს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიას და მაუწყებლობს თელავის რაიონსა და მის შემოგარენში. არხი ყოველდღე 12-14 საათის განმავლობაში გადის ეთერში. მაუწყებლობს როგორც ციფრული, ასევე ინტერნეტ-სიგნალის საშუალებით.

„თანამგზავრს“ აქვს შემდეგი გადაცემები:

„ახალი ამბები“ - ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება (შაბათ-კვირის გარდა);
„დიალოგი“ - ყოველკვირეული ანალიტიკური ტოქ-შოუ;
„არტ საათი  მაგდა ბეჟანიშვილთან ერთად“ - გასართობ-შემეცნებითი პროგრამა;
„ფინჯან ყავაზე ჟანა დიდებაშვილთან ერთად“ - შემეცნებითი გადაცემა;
„საეკლესიო კალენდარი“ - ყოველდღიური რელიგიური გადაცემა;
 

ტელეკომპანიაში თვითრეგულირების მექანიზმი 2010 წლის 10 ივლისს შეიქმნა. ამჯერად აქ სულ 15 თანამშრომელი მუშაობს.

არხის დირექტორია ენრი კობახიძე.