სამტრედია, ჯავახიშვილის ქუჩა #8
+995 411 225885
tvzari@hotmail.com

შპს. ტელერადიო პრესკომპანია „ზარი“ 1989 წელს სამტრედიაში დაარსდა. მაუწყებელი სარგებლობს კერძო/საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიით B43 (მაუწყებლობის არხი: VHF 4) და ფარავს სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, აბაშის, ვანისა და ლანჩხუთის ტერიტორიას.

არხის მაუწყებლობა ვრცელდება ინტერენეტის საშუალებითაც. მისი პოტენციური აუდიტორია 60 000 კაცს შეადგენს. მისი საეთერო ბადე, ძირითადად, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზეა აგებული. თუმცა ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება კვირაში ორჯერ გადის ეთერში.  

ტელე-რადიო-პრესკომპანია „ზარში“ 10 თანამშრომელია.

მაუწყებლის დირექტორია ოთარ თევზაძე.