GARB-მა სააპელაციო საბჭოს დებულება შეიმუშავა

17 ოქტომბერი 2016

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრმა ტელეკომპანიების თვითრეგულირების საბჭოების გაერთიანებულმა სააპელაციო ორგანომ, დებულება შეიმუშავა. დოკუმენტი დეტალურად განსაზღვრავს ვადებს, რომელშიც სააპელაციო ორგანომ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გასაჩივრების შემთხვევაში უნდა განიხილოს.

აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საბჭოების მუშაობის შესახებ დებულება აქამდე არ არსებობობდა. შესაბამისად, ხშირად ირღვეოდა ვადები. ბოლო ასეთი პრეცედენტისას კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „პალიტრა TV-ს“ გაფრთხილება მისცა.

ამ დროისათვის რეგიონულ მაუწყებელთა საბჭოებში სამი საჩივარია შესული და მათი განხილვა, მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, უახლოეს პერიოდში იგეგმება.