Mediacouncil.ge-ს პრეზენტაცია თელავში

24 ოქტომბერი 2016

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ვებ-გვერდის mediacouncil.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.  ერთობლივი საიტი, რომელიც თვითრეგულირების საბჭოების აქტივობებს ეხება, მაყურებელს საშუალებას აძლევს გარკვეული პრეტენზიის შემთხვევაში, ნებისმიერი ტელევიზიის თვითრეგულირების საბჭოში მარტივად შეიტანოს სარჩელი.

აღნიშნული  რეგიონულ ტელეკომპანიებში თვითრეგულირების მექანიზმის გასაძლიერებლად რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ DW-Academie-ს დახმარებით დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია განიხილოს და გამოიტანოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება კონკრეტულ სატელევიზიო მასალაზე, რომელზეც მაყურებელი საბჭოს საჩივრის საშუალებით მიმართავს.