mediacouncl.ge-ს პრეზენტაცია მარნეულში

28 ოქტომბერი 2016

26 ოქტომბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადსგილობრივ მაუწყებლებში თვითრეგულირების  მექანიზმების გაძლიერების ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საიტ, mediacouncil.ge-ს პრეზენტაცია შედგა.

პროექტის კოორდინატორმა, თამარ კარელიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორს, საიტის მუშაობისა და თვითრეგულირების არსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა დისკუსიიის რეჟიმში გაგრძელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები იმის თაობაზე, თუ რა სისტემით და რა შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ თვითრეგულირებას.

შეხვედრა აღსანიშნავი იყო იმითაც, რომ მას ადგილზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს ქართულ საეთერო ბადესა და შესაძლებლოებებზე, რომელსაც უმცირესობებს ადგილობრივი და ეროვნული მაუწყებლები სთავაზობენ.