რა არის თვითრეგულირება - შეხვედრა ახალციხის მოსახლეობასთან

01 ნოემბერი 2016

რა არის თვითრეგულირება, როგორ შეუძლია მიმართოს მაყურებელმა მაუწყებელს ეთერში გაშვებული ეთიკური გადაცდომის შესახებ, ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ დისკუსია მოეწყო ახალციხეში.  

ტელეკომპანია „მეცხრე არცის“ დირექტორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, აქტიური მოქალაქეების, სკოლისა თუ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისათვის თვითრეგულირების მექანიზმების, მისი მნიშვნელობისა და mediacouncil.ge-ს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის ერთმა მონაწილემ ადგილზევე დააფიქსირა ტელეკომპანიის ეთერში გასულ ერთ-ერთ რეპორტაჟზე პრეტენზია, შემთხვევის განხილვა და საჯარო სივრცეში გადმოტანაც მაშინვე მოხდა.

ღონისძიების სტუმრებმა მსგავსი სახის შეხვედრებისა და ტელევიზიებთან კომუნიკაციის მნიშვნელობა აღნიშნეს.

პროექტი, „თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მაუწყებლებში“ DW-Akademie-ს ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონულ მაუწყებლთა ასოციაციის საშუალებით ხორციელდება.