რა არის თვითრეგულირება - შეხვედრა ჭიათურის მოსახლეობასთან

03 ოქტომბერი 2016

24 სექტემბერს, ტელეკომპანია „იმერვიზიის“ ორგანიზებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ძირითადი მიზანი, მოქალაქეებისათვის ტელეკომპანიაში არსებული თვითრეგულირების საბჭოს მუშაობის პრინციპებისა და mediacouncil.ge-ს შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

თვითრეგულირების მექანიზმების ვალდებულება რეგიონულ მაუწყებლებს კანონის თანახმად, 2010 წლიდან აქვთ. მისი ძირითადი მიზანია, განიხილოს და გამოიტანოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილება კონკრეტულ სატელევიზიო მასალაზე, რომელზეც მაყურებელი საბჭოს საჩივრის საშუალებით მიმართავს.

სწორედ თვითრეგულირების მექანიზმთა გაძლიერების მიზნით, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ DW-Academie-ს დახმარებით, დაიწყო პროექტი რეგიონულ მაუწყებლებში, რომლის ფარგლებში შეიქმნა საიტი mediacouncil.ge. საიტის მოქნილი სისტემა მაუწყებლისათვის მარტივად მიმართვის საშუალებას იძლევა. 

მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გაიმართა, ღონისძიებების ნაწილი კი გრძელდება.