შეხვედრა პოლიტიკური პარტიების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან

07 სექტემბერი 2016

6 სექტემბერს, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ოფისში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტებთან შეხვედრა გაიმართა. პარტიათა საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის, „თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მედიაში“ თაობაზე. შეხვედრაზე მოხდა საიტის,  www.mediacouncil.ge-ს პრეზენტაცია. დამსწრეებს დეტალურად გაეცნოთ ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ მიმართონ მისი დახმარებით, კონკრეტული მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითრეგულირების მექანიზმის შესახებ ინფორმაციის მიზნობრივ ჯგუფებამდე მიტანა.

პროექტი, რომელიც DW-Akademie-ს მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებას ისახავს. მის ფარგლებში მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრა რეგიონების ნაწილში უკვე გაიმართა, ნაწილში კი კვლავ იგეგმება.