სოციალურ მედიაში ქცევის გაიდლაინი რეგიონული მაუწყებლების ჟურნალისტებისათვის

17 ოქტომბერი 2016

სოციალურ ქსელებში მოქცევის წესები, აქტივობა სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით, ინტერნეტ-წყაროების გამოყენება და საავტორო უფლებების დაცვა - საქართველოს 22-მა რეგიონულმა მაუწყებელმა, GARB-თან ერთად, სოციალურ მედიაში ჟურნალისტის ქცევის წესები შეიმუშავა.

დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა რამდენიმე კვირის მანძილზე მიდიოდა, ყველა მაუწყებელს გადაეგზავნა. მისი შექმნის იდეა კი პროექტის,  „თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერბა რეგიონულ მაუწყებლებში“ ფარგლებში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ დღემდე არამხოლოდ რეგიონულ, არამედ ცენტრალურ მაუწყებლებშიც კი არ არსებობდა გაიდლაინი, რომელიც სოციალურ ქსელებში ჟურნალისტთა ქცევის შესახებ იქნებოდა.

დოკუმენტი BBC-ს შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით მომზადდა. მასში აღნიშნულია, თუ როგორ უნდა დაეხმაროს კონტენტის პოპულარიზაციაში ჟურნალისტი საკუთარ მაუწყებელს.