ტრენინგი მაუწყებლების დირექტორებისათვის

27 ივნისი 2016

23-24 აპრილს, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ, წევრი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ტრენინგი DW Akademie-ს მიერ დაფინანსებული პროექტის, „თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მაუწყებლებში“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის პირველ დღეს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსმა, ივანე მახარაძემ, მონაწილეებს კიდევ ერთხელ, დეტალურად აუხსნა  თვითრეგულირების ორგანოს აზრი, მუშაობის სპეციფიკა, წევრთა უფლებამოსილება და ის, თუ ვის შეუძლია იყოს თვითრეგულირების საბჭოს წარმომადგენელი. თვითრეგულირების არსსა და მედიის განვითარების პროცესში მის მნიშვნელობაზე ისაუბრა ნათია კუპრაშვილმაც.

შეხვედრის მეორე დღეს, ტელევიზიების ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეექმნათ რეგიონული მაუწყებლების გაერთიანებული სააპელაციო საბჭო. მის წევრებად მიღებული თანხმობის შემდეგ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თბილისის ოფისის თანამშრომლები, ნათია კუპრაშვილი ( საბჭოს თავმჯდომარე), ნუგზარ სუარიძე (საბჭოს წევრი) და თამარ კარელიძე (საბჭოს წევრი) დასახელდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ წევრი ტელეკომპანიების ხელმძღვანელებმა პროექტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.