ტრენინგი თვითრეგულირების საბჭოს წევრებისათვის

27 ივნისი 2016

9-10 მაისს, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ, წევრი ტელეკომპანიების თვითრეგულირების საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ტრენინგი DW Akademie-ს მიერ დაფინანსებული პროექტის, „თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მაუწყებლებში“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის პირველ დღეს, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და გაერთიანებული სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა, ჟურნალისტებს თვითრეგულირების მექანიზმის მუშაობის პრინციპები გააცნო, ასევე ესაუბრა იმაზე, თუ როოგრ ზრდის პროფესიონალიზმს ის, როდესაც მომზადებულ სიუჟეტს თავად მისი ავტორები განიხილავენ და მის გარშემო მსჯელობენ. 

ტრენინგზე იმყოფებოდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილიც. მან ქარტიის პრაქტიკიდან მონაწილეებს რამდენიმე საქმე აჩვენა და მიღებული გადაწყვეტილებებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა.

სამუშაო შეხვედრის მეორე დღე პრაქტიკულ ნაწილს დაეთმო. ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ კონკრეტული შემთხვევა, რომელზე გადაწყვეტილება უნდა  გამოეტანათ.  

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა პროექტში ჩართვისა და თვითრეგულირების მექანიზმებისგ აძლიერების პროცესში ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვეს.