თვითრეგულირება მაუწყებლებში - შეხვედრა გურჯაანის მოსახლეობასთან

01 ნოემბერი 2016

28 ოქტომბერს, გურჯაანის ტელევიზიაში თვითრეგულირების მექანიზმის არსისა და მისი ფუნქციონირების შესახებ შეხვედრა გაიმართა.

ტელეკომპანია „გურჯაანის“ ახალი ამბების პროდუსერმა, ნინო სამნიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, აქტიური მოქალაქეების, სკოლისა თუ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისთვითრეგულირების მექანიზმების, მისი მნიშვნელობისა და mediacouncil.ge-ს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ღონისძიების სტუმრებმა მსგავსი სახის შეხვედრებისა და ტელევიზიებთან კომუნიკაციის მნიშვნელობა აღნიშნეს და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კითხვებიც დასვეს.

პროექტი, „თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მაუწყებლებში“ DW-Akademie-ს ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონულ მაუწყებლთა ასოციაციის საშუალებით ხორციელდება.