თვითრეგულირება რეგიონულ მაუწყებლებში - შეხვედრა ქუთაისის სტუდენტებთან

24 ივნისი 2016

აპრილის ბოლოს, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, რეგიონულ მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმისა და მისი გაძლიერების შესახებ სასაუბროდ, GARB-მა შეხვედრა გამართა.

სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და პროფესიონალი მედიის არსებობისათვის ძლიერი თვითრეგულირების მექანიზმი და რატომ არის მოსახლეობის ჩართულობა აუცილებელი.

პროექტი, რომელიც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ, DW-Academie-ს მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად რეგიონულ მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმის გაძლიერებას ისახავს. პროექტისა და თვითრეგულირების სისტემების შესახებ ინფორმაციის გავრცელება როგორც სხვადასხვა სატელევიზიო აქტივობით, ასევე საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების საშუალებით იგეგმება.