თვითრეგულირების მექანიზმები მაუწყებლებში - შეხვედრა ბათუმში

24 ივნისი 2016

3 მაისს ბათუმში, კონფერენციაზე, რომელიც პრესის თავისუფლების დღეს ეძღვნებოდა, რეგიონულ მაუწყებელთა ასცოაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და სტუდენტებს, რეგიონულ მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებისათვის წამოწყებულ ახალ პროექტზე მიაწოდა ინფორმაცია.

პროექტი, რომელსაც GARB-ი DW-Academie-სთან ერთად ახორციელებს, მიზნად რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებითვე, ადგილობრივი ტელევიზიების თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებას ისახავს.

პრეზენტაციის შემდეგ თემაზე საუბარი დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მსგავსი სახის შეხვედრები და მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება მექანიზმის გაძლიერებაზე, საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება.