თვითრეგულირების მექანიზმები რეგიონულ მაუწყებლებში - შეხვედრა ჩხოროწყუში

28 ოქტომბერი 2016

როგორ მუშაობს თვითრეგულირების მექანიზმები რეგიონულ მაუწყებლებში და რატომ უნდა უჩივლოთ მაუწყებელს. ამ თემაზე სასაუბროდ ჩხოროწყუს მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელსაც 20-ზე მეტი მოქალაქე ესწრებოდა, საიტ, mediacouncil.-გე-ს პრეზენტაციაც შედგა. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება ტელევიზიის თვითრეგულირების საბჭოში განცხადების შემოტანა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ თვითრეგულირების მექანიზმების ქონა მაუწყებლებისათვის 2009 წლიდან სავალდებულოა. თუმცა დღემდე, განსაკუთრებით, რეგიონულ მაუწყებლებში, კონტენტთან დაკაშირებული პრეტენზიის განსახილველად მოსახლეობა არა თვითრეგულირების საბჭოებს, არამედ, ალტერნატიულ ხერხს მიმართავს, რაც ჟურნალისტთან ან მაუწყებლის დირექტორთან კომუნიკაციასა და პრობლემის ამ გზით გადაჭრაში გამოიხატება.