თვითრეგულირების მექანიზმების წევრთა მეორე შეხვედრა - ინფორმაციის გაზიარება

05 აგვისტო 2016

1 აგვისტოს, გუდაურში, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი ტელეკომპანიებისა და თვითრეგულირების საბჭოების წევრთა მორიგი შეხვდრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია თვითრეგულირების მექანიზმზე, მისი ეფექტიანობის მნიშვნელობასა და იმ პროცედურებზე, რომელიც საბჭოსათვის მიმართვას ახლავს თან. საბჭოს წევრებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს ის სიახლეები, რაც მაისის შეხვედრის შემდეგ დანერგეს. შეხვედრაზევე მოხდა საიტის დახურული პრეზენტაცია, თვითრეგულირების მექანიზმის საბჭოების წევრებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია საიტის ფუნქციებისა და სისტემის შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი წინასაარჩევნო პერიდოში მედიის მუშაობას და პროცესში თვითრეგულირების მექანიზმის მნიშვნელობას დაეთმო. წევრების მხრიდან არაერთი კითხვა დაისვა, არც ერთი მათგანი უპასუხოდ არ დარჩენილა.

თვითრეგულირების მექანიზმების წევრთა და მაუწყებელთა დირექტორების კიდევ ერთი, შემაჯამებელი შეხვედრა პროექტის დასრულებისას იგეგმება.