თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება - შეხვედრა ზუგდიდში

13 ივლისი 2016

5 ივლისს, ზუგდიდში, ტელეკომპანია „ოდიშის“ საკონფერენციო დარბაზში, პროექტის, „თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მაუწყებლებში“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერების მიზნით დაწყებულ ახალ პროექტზე ისაუბრა, რომელსაც მხარს DW აკადემია უჭერს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება როგორც საერთო პორტალის შექმნა, რომელიც თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებას მოემსახურება, ასევე სოციალური ვიდეორგოლები, რომლებიც ტელევიზიების ეთერში გამუდმებით იტრიალებს. ამასთან ერთად, იგეგმება მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები. მაუწყებლები კი ხელს შეუწყობენ საგანმანათლებლო პროცესების დაწყებას და მედიაწიგნიერების გაზრდას მოსახლეობაში.  

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, მედიის წარმომადგენლებმა მათტვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

მსგავსი ტიპის ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.