თვითრეგულირების მექანიზმი მაუწყებლებში - შეხვედრა სამხედროებთან

14 ივლისი 2016

4 ივლისს, სენაკის სამხედრო ბაზაზე, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტებსა და სამხედროებს GARB-ის ახალი პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პროექტი, რომელიც DW Akademie-ს მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად რეგიონულ მაუწყებლებში თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდას და მოსახლეობაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას ისახავს.

შეხვედრაზე აქცენტი მედიის მიერ კონფლიქტების გაშუქებასა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსში გაწერილ სტანდარტებზე გაკეთდა. არაერთი კითხვა დაისვა როგორც სამხედროების, ასევე ჟურნალისტების მხრიდან.

დისკუსიის ფორმატში სამხედროების მხრიდან თვითრეგულირების მექანიზმისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიკვეთა. დაისვა არაერთი კითხვა მიმართვის პროცედურებისა და განხილვის დეტალების შესახებ.

პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრის გარდა, იგეგმება საინფორმაციო-საგანმანათლებლო კლიპების მომზადება და ტელეეთერით გაშვება.