აზრები საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე

31 ოქტომბერი 2016

აზრები საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არაერთი მაუწყებლის ეთერის საშუალებით, არჩევნებამდე აუდიტორიამ არაერთგზის შეიტყო, თუ ვის რა პროცენტული წილი შეიძლებოდა  რგებოდა არჩევნების შედეგად. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კი 11 ტელეკომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი  შეუდგინა საზოგადოებრივი აზრის კვლევების კანონთან შეუსაბამოდ გამოქვეყნებისთვის.

 

წინასარჩვენო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გაშუქების წესი მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ე.ი. თვითრეგულირებადი ნორმების  შემადგენელი ნაწილია. კოდექსი დეტალურად საუბრობს თუ როგორ უნდა იმუშაოს მაუწყებელმა საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე:

 

თავი VII

საზოგადოებრივი აზრის კვლევა

მუხლი 25.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქების პრინციპი მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს მის ეთერში განთავსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფუძვლიანობა და საიმედოობა. მისი შედეგები არ უნდა იქნას გამოყენებული საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენისათვის.

 

მუხლი 26.

მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიმართ წაყენებული მოთხოვნები (წესები)

1.წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ტარდება მაუწყებლის მიერ ან მისი დაკვეთით, ან ხორციელდება მისი ეთერით გადაცემა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსით” დადგენილ მოთხოვნებს.

2.კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელმა უნდა შეახსენოს აუდიტორიას, რომ შედეგები ასახავს მხოლოდ კვლევის ჩატარების დღეს არსებულ სურათს, რომელიც არ წარმოადგენს ხმის მიცემის დღეს მოვლენების განვითარების უტყუარ პროგნოზს.

 

მუხლი 27.

სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ

1.საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობაში ეჭვის შეტანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელი უნდა დარწმუნდეს კვლევის მეთოდოლოგიის სისწორეში, შედეგების საიმედოობაში და იმ ხალხის ობიექტურობაში, რომელთაც აღნიშნული კვლევა ჩაატარეს ან დაუკვეთეს.

2.საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები განხილული უნდა იქნას ფართო კონტექსტში ზოგადი ტენდეციების განსასაზღვრად. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევით გამოვლენილ ზოგად ტენდენციებს შორის მკვეთრი სხვაობის ან ერთი კვლევის ფარგლებში დაფიქსირებული წინააღმდეგობრივი მონაცემების საფუძვლიანი ახსნა. 3.ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგის გაშუქებისას მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რომ ის არ არის წარმომადგენლობითი, სანდო და ზუსტი, ვინაიდან ასახავს მხოლოდ თვითშერჩეულ ადამიანთა მოსაზრებებს.

4.დაუშვებელია ინტერაქტიული გამოკითხვის გამოყენება საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად ან მისი შედეგების გაშუქება იმ პროგრამის ფარგლებს მიღმა, რომლის დროსაც ჩატარდა ინტერაქტიული გამოკითხვა.

 

თუ ასეა, მაშინ რატომ მოხდა, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომიასიამ მაუწყებელს სასამართლოში საზოგადოებრივი აზრის კვლევების არასწორი გაშუქების გამო უჩივლა და განხილვა არ წარიმართა თვითრეგულირების ორგანოში?

 

საქმე იმაშია, რომ ,,საქართველოს საარჩვენო კოდექსი”, საზოგაოდებირვი აზრის კვლევების შესახებ არაერთ პუნქტს შეიცვას, მათ შორის ისეთს, რომელთა სრულად დაკმაყოფილება შესაძლოა მუდმივად იყოს დავის და შესაბამისად მაუწყებელთა სანქცირების საგანი:

კოდექსის 50 მუხლის მე-5 პუქნტში ვკითხულობთ:

აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები.

ცალკე კოდექსიში ვხვდებით 51-ე მუხლის მე-11 პუნქტს:

,,ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება;

) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;

) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

) შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

.) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

.) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

.) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

.) საველე კვლევის ჩატარების დრო;

.) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

.) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

.) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

.) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

.) შერჩევის ზომა;

.) ცდომილების ფარგლები;

.) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.  

2016 წლის წინასაარჩვენო პერიოდში ,,საზოგადოებირვი აზრის კვლევები” პოლიტიკური პარტიბიეს რეიტინგებთან დაკავშირებით მსხვილმა მაუწყებლებმა დაუკვეთეს, მათგან ორზე ,,რუსთავი 2”-სა და ,,იმედზე” კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩატვალა, რომ დაირღვა ,,საზოგადოებრივი აზრის გამოქვეყნების წესი”, რადგან ზემოთჩამოთვლილი 11 პუქნტიდა ყველა გამოქვეყნებული არ ყოფილა. სამართალდარღვევის ოქმი მათზეც შედგა და იმ მაუწყებლებზეც, რომლებმაც ,,რუსთავი 2-ის” და ,,იმედის” მიერ  გამოქვეყნებული კვლევები რეპორტაჟებში გამოიყენეს და აუდიტორიას კვლევებთან დაკავშირებით საზოგადოების, უმეტესად პოლიტიკოსთა მოსაზრებები შესთავაზეს.

 სხვადასხვა რაიონულმა სასამართლომ (პირველმა ინსტანციამ) საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლეთა ნაწილმა დააჯარიმა მაუწყებელი, ნაწილი კი მხოლოდ მოსამრთლის ზეპირსიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, ისე, რომ სანქცირებისთვის არ მიუმართავს.

 ამ პროცესების შემდეგ, არჩვენების დღეს მსხვილმა მაუწყებლებმა ეგზიტპოლების შედეგების გამოაქვეყნეს, რომლებმაც ცესკოს საბოლოო შედეგებთან დაშვებულ ზღვარზე 3% მეტი ცდომილება აჩვენა. ამასთან გაცილებით დიდი იყო განსხვავება ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ჩატარებული სხვადასხვა ეგზიტპოლს შორის. შესაბამისად ბუნდოვანი დარჩა, რამდენად დგას მაუწყებელთა პასუხისმგებლობა დღის წესრიგში  ამ პუქნტების ვერდაცვის გამო:

,,უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;”