დაინტერესებული მხარე - „მეგა TV -სა“ და „პალიტრა TV-ს“ საქმეები

25 აგვისტო 2016

ინტერესის ქონა კარგია, რაც გაინტერესებს ის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ტერმინი ,,დაინტერესებული მხარეც” ზუსტადაა შერჩეული იმ პირის, ან პირთა ჯგუფის აღმნიშვნელად, რომელიც დაინტერესებულია მედიის საქმიანობით, და როცა ამჩნევს გადაცდომას, ცდილობს მედიასაშუალების საქმიანობის გაუმჯობესებას, მიმართავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და მასთან ერთად განიხილავს - რა და როგორ გაშუქდა? როგორ ჯობდა გაშუქებულიყო?

 

ტერმინი "დაინტერესებული მხარე"

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ტერმინ ,,დაინტრესებულ მხარს/პირს” ასე განმარტავს: ,,ნებისმიერი პირი, რომელსაც ეხება ან რომელიც ნახსენებია პროგრამაში ან მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებაში.”

ამგვარ პირს ან პირთა ჯგუფს უფლება აქვს ეთერში საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის ფაქტის მოყვანიდან 10 დღის ვადაში მიმართოს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს. განცხადებას მაუწყებელი 21 დღის ვადაში განიხილავს (მეტი დროის საჭიროებაზე დამატებითი განმარტებებია აუცილებელი), თუმცა საინტერესოა, როგორია თავად ამგვარი განხილვის პრაქტიკა და ,,დაინტერესებული პირის” ჩართულობა განხილვის პროცესში?.

კოდექსში ,,საჩივრის განხილვის” მუხლში მოხსენიებულია ,,გამჭვირვალე პროცესი”, თუმცა აღარ ვხვდებით გამჭვირვალობის მექანიზმების დეტალიზებას, ამიტომ პრეცენდენტებს ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვთ. საქართველოში ამ მხრივ პრაქტიკის სიმწირის მიუხედავად, მაინც ვხვდებით მნიშვნელოვან, პრეცენდენტულ საქმეებს. მათ შორისაა შპს ,,ტელეკომპანია რიონის” გენერალური დირექტორის საჩივარი შპს ,,დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მეგა TV-ს" ეთერში გადაცემული პროგრამის გამო.

 

აღწერილობითი ნაწილი #1

მეგა TV2015 წლის 18 თებერვალს „მეგა TV-ს“ ეთერით გადაიცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომის ვიდეოჩანაწერი, სადაც ტელეკომპანია ,,რიონის” გენერალური დირექტორის ყველა სიტყვით გამოსვლას ახლდა წარწერა ,,ცრუ ინფორმაცია”. იმავე დღეს იმავე არხზე სხვა პროგრამაში- ,,შუადღე ქუთაისში” ,,მეგა TV-ს” წამყვანმა გააკეთა ტელეკომპანია ,,რიონის” შეურაცხმყოფელი დასკვნა და აღნიშნა, რომ  ,,რიონი განვითარების იმავე დონეზე დარჩა, როგორც იყო წლების წინ”.

ამასთან, ტელეკომპანია ,,რიონის” წარმომადგენელთა განმარტებით, ,,მეგა TV-ს” არუცდია ,,რიონის” წარმომადგენლებისგან კომენტარების აღება.

საყურადღებო იყო განხილვის პროცედურები: ტელეკომპანია ,, რიონის” დირექტორმა ,,მეგა TV-ს” თვითრეგულირების ორგანოს კოდექსით განსაზღვრულ ვადებში მიმართა. განმცხადებელმა მოგვიანებით შეიტყო, რომ 2015 წლის 10 მარტს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა TV-ს” ეთიკის საბჭომ განიხილა ტელერადიოკომპანია ,,რიონის” საჩივარი და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე - ,,უსაფუძვლობის გამო”.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ შპს „დამოუკიდებელ ტელეკომპანია ,,მეგა TV-ს”  არ უცნობებია შპს „ტელერადიოკომპანია რიონისთვის“ საჩივრის განხილვის თარიღი და არ გადაუგზავნია ეთიკის საბჭოს სხდომის ოქმი.

2015 წლის 16 მარტს შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ მიმართა შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა TV-ს” დირექტორს, მოითხოვა თვითრეგულირების საბჭოს სხდომის ოქმი და საკითხის განხილვა სააპელაციო კომისიაში. ამ განცხადებაზე შპს „ტელერადიოკომპანია რიონმა“ საერთოდ ვერ მიიღო პასუხი.

ამის შემდეგ, ,,რიონის” ინიციატივით განხილვამ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გადაინაცვლა, რის საფუძველს უკვე მაუწყებლობის შესახებ კანონიც იძლეოდა, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ,,მაუწყებელი ვალდებულია შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას”.რიონი TV

ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა, რამდენად ,,ეფექტიანი” იყო ,,მეგა TV-ს” მიერ საქმის განხილვა, დააკვირდა სწორედ ,,დაინტერესებული პირის” ჩართულობას პროცესში და პრეცენდენტული გადაწყვეტილებაც მიიღო - დაადგინა, რომ ,,მეგა TV-ს” მიერ იყო დარღვეული მაუწყებლობის კანონის შესაბამისი მუხლი.

საყურადღება კომისიის განმარტება:

,,კომისიას მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14-ე მუხლით გათვალისწინებული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის არსებობის მიზანს,  ერთი მხრივ, წარმოადგენს მაუწყებლისთვის, ამავე კანონით გათვალისწინებულ, რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაქსიმალური დამოუკიდებლობის მინიჭება, რაც გამოიხატება თავად მაუწყებლის მიერ საჩივრის განხილვაში და, მეორე მხრივ,  მაუწყებლის, როგორც საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი კერძო სამართლის სუბიექტისთვის ვალდებულების დაკისრება, რომ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსითა“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რიგ შინაარსობრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით მაუწყებელში წარდგენილი საჩივრის განხილვა უზრუნველყოფილ იქნას თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით. 

სწორედ დაინტერესებული მხარის მონაწილეობით საკითხის განხილვა და მისთვის შესაბამისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენის საშუალების მიცემა წარმოადგენს იმ ერთ-ერთ ფაქტორს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას.

ადმინისტრაციული წარმოების მასალებით უტყუარად დასტურდება, რომშ პს „დამოუკიდებელ ტელეკომპანი ,,მეგა TV-ს” არ უზრუნველუყვია შპს „ტელერადიოკომპანია რიონის“ წარმომადგენლების მოწვევა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ეთიკის საბჭოში საკითხის განხილვის დროს (აღნიშნული კომისიის სხდომაზე დაადასტურა ასევე შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა TV-ს” წარმომადგენელმა ქალბატონმა ნანა თოშხუამ) და, შესაბამისად, ეთიკისსაბჭოსმიერგადაწყვეტილებისმიღებამოხდადაინტერესებულიმხარის, შპს „ტელერადიოკომპანიარიონის“ მონაწილეობისგარეშე, რაცკომისიისაზრით, განსახილველ შემთხვევაში გამორიცხავს შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია ,,მეგა TV-ს” თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობას”.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ ბმულს.

 

აღწერილობითი ნაწილი #2

,,რიონის” და ,,მეგა TV-ს” საკითხის განხილვის შემდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ,,დაინტერესებული მხარის” მონაწილეობასა და თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობაზე კიდევ ერთი, მსგავსი საჩივარი მოხვდა ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციები ჩიოდნენ  ,,პალიტრა TV “ ს წინააღმდეგ.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიამდე არასამთავრობო ორგანიაციებმა ((ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „იდენტობა“, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“, ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და ა(ა)იპ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“) "პალიტრა TV-ს" თვითრეგულირების ორგანოს გადაცემის თაობაზე ,,ფალავანდიშვილთან - საგანი მე და საზოგადოება” მიმართეს. განმცხადებელთა აზრით გადაცემა დისკრიმინაციული იყო.

Palitra TV"პალიტრა TV -მ" განსაზღვრულ ვადებში განიხილა არასამთავრობოთა საჩივარი, თუმცა განხილვაზე განმცხადებლები არ მიუწვევია და არც საჩივარი დაუკმაყოფილებია. 

"პალიტრა TV-ს" თვითრეგულირების ორგანოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება განმცხადებლებმა არხის სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრეს, ხოლო განხილვის პროცესში არჩართვის გამო საჩივარი მათივე მხრიდან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შევიდა.

კომისიამ ,,რიონისა” და ,,მეგა TV “ -ს საქმისგან განსხვავებით წარმოებაში არ მიიღო განაცხადი, რაც ასე დაასაბუთა:

,,არსამთავრობო ორგანიზაციებს შპს „პალიტრა TV-ს“ საჩივრების განხილვის ორგანოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ მაუწყებლის სააპელაციო ორგანოში, რომლის სხდომაც შპს „პალიტრა TV-ს“ წარმომადგენლის განცხადებით მიმდინარე წლის 25-27 აპრილს გაიმართება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „პალიტრა TV-ს“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებს, ვინაიდან მხარეებს შორის დავის განხილვა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში არ არის დასრულებული.”  (წყარო: ბოლო ნახვა 18.08.2016 )

,,მეგა TV “ -სა და „პალიტრა TV-ს“ საქმეების განხილვა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები  (რაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მიიჩნია ერთგვარ საქმეებზე განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღებად),,დაინტერესბული მხარის” მონაწილეობასთან დაკავშირებით შემდეგ პრეცენდენტებს ქმნის:

  • თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტურობა, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონითაც არის სავალდებულოდ განსაზღვრული, გულისხმობს გამჭვირვალე პროცესს და აუცილებელს ხდის „დაინტერესებული მხარისთვის” განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემას.
  • ამგვარი ჩართულობა სასურველია უზრუნველყოფილ იქნას მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოს პირველ ინსტანციაშივე ან/და აუცილებელია განხორციელდეს სააპელაციო განხილვისას მაინც.
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ განიხილავს თვითრეგულირების ეფექტიანობასთან დაკავშირებულ დავებს, მანამ, სანამ დავა მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში დასრულებული არ არის.