სააპელაციოს გადაწყვეტილება და მაუწყებლის გაფრთხილება

28 სექტემბერი 2016

ტელეკომპანია ,,პალიტრა ნიუსის” თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ, სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა და პირველი ინტსანციის თვითრეგულირების საბჭოსგან განსხვავებით დაადგინა, რომ  2016 წლის 28 თებერვალს მაუწყებლის ეთერში გასულ თოქ-შოუში "ფაPalitra TVლავანდიშვილთან - საგანი "მე და საზოგადოება” დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიუკერძოებლობის პრინციპი. ასევე მე-17 (1,2) და 33-ე მუხლები, რადგან გადაცემაში არ იყო წარმოდგენილი მონაწილეთა ფართო სპექტრი და ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას. 

მიუხედავად საჩივრის დაკმაყოფილებისა, შპს პალიტრა TV  -მ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან წერილობითი გაფრთხილება მიიღო. თვითრეგულირების მიერ საქმის განხილვის შემდეგ, რაზეც medicouncil.ge უკვე წერდა, კომისიამ შეისწავლა საქმის განხილვის პროცედურები და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურების დარღვევას.

ქცევის კოდექსით სააპელაციო ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება 30 დღის ვადაში. თუ გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია 30 დღეზე მეტი ვადა, სააპელაციო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება ვადის გაზრდის თაობაზე და აცნობოს ამის შესახებ ყველა დაინტერესებულ პირს. მართალია, „პალიტრა ნიუსმა“ საჩივრის განხილვის მიზნით ვადა ითხოვა, თუმცა ეს ტელეკომპანიამ კომისიის ინფორმაციით წერილით მოითხოვა მას შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან ორ თვეზე მეტი იყო უკვე გასული.

შპს Palitra TV -ი medicouncil-ს დაუკავშირდა და განმარტა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს თვითრეგულირების ორგაოების, როგორც პირველი ისე მეორე ინსტანციის საბჭოების დებულების ერთობლივი შემუშავება, იმგვარად, რომ დაზუსტდეს საბჭოს წევრთა ვალდებულებებიც, მათ შორის საქმეების განხილვი ვადებთან დაკავშირებით, რადგან განხილვის დაგვიანება ამ შემთვევაში Palitra TV -ს  განმარტებით, სააპელაციო ორგანოს წევრთა მოუცლელობამ განაპირობა.

Mediaconcil-ი Palitra TV -სთან ერთად გეგმავს საბჭოების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვი მექანიზმების დოკუმენტურ დაზუსტებებს.