საჩივარი თვითრეგულირებას - არასწორი ტერმინით მოხსენიება კადრ-სინქრონში

07 სექტემბერი 2016

აღწერილობითი ნაწილი

2014 წლის 15 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ახალციხის „მეცხრე არხმა,“ დღის საინფორმაციო გამოშვებაში ეთერში გაუშვა კადრ-სინქრონი იმის შესახებ, რომ „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ წარმომადგენელმა, ახალციხის  #30-ე საარჩევნო უბანზე გაფრთხილება მიიღო. კადრ-სინქრონში კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავდა, რომ ნინო ბაღდოშვილს მთელი დღის მანძილზე სურდა უბანზე დარჩენა, რასაც კანონი უკრძალავდა. მისივე განმარტებით, პარტიის წარმომადგენელს რამდენჯერმე მიუთითეს ბაღდოშვილის უბნის დატოვებისაკენ. თავდაპირეველად ის ახალციხის საარჩევნო კომისიისა და #30-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეების, თეა გავაშელისა და ზურაბ ანანიაშვილის მოთხოვნას დაემორჩილა, თუმცა მოგვიანებით იმავე უბანზე დაბრუნდა. განმარტების თანახმად, ნინო ბაღდოშვილს სურდა, პარტიის წარმომადგენელი ჩაენაცვლებინა.

კადრ-სინქრონში განმარტებული იყო, რომ საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი, პარტიის წარმომადგენელს მთელი დღის განმავლობაში უბანზე ყოფნას უზღუდავს. მიუხედავად ამისა, ამბობდა, ნინო ბაღდოშვილი ამბობდა, რომ მას კანონი არ დაურღვევია.

 

საჩივარი

„სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ წარმომადგენელი, ნინობაღდოშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ოლეგ სანდროშვილის მეუღლეა. კადრ-სინქრონის პირველად ვერსიაში ის მოხსენიებული იყო როგორც ოლეგ სანდროშვილის ცოლი. მხარის უკმაყოფილება ტერმინმა „ცოლმა“ გამოიწვია, რის გამოც მომჩივნებმა უკმაყოფილება გამოთქვეს მაუწყებლის თანამშრომლებთან და მოითხოვეს მისი ტერმინ „მეუღლით“ ჩანაცვლება.

აღნიშნული კადრ-სინქრონი არამხოლოდ ეთერში გავიდა, არამედ ვებ-გვერდზეც დაიდო. შესწორება მომჩივნმა მხარემ საიტზეც და ეთერშიც მოითხოვა.

 

შედეგი

მომჩივნებს ოფიციალური საჩივრით ტელევიზიისათვის არ მიუმართავთ, თუმცა ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ თვითრეგულირების საბჭომ და სარედაქციო კოლეგიამ, საკუთარი ინციიატივით იმსჯელა მომხდარზე. საერთო გადაწყვეტილებით მათ სწორად მიიჩნიეს შენიშვნა და კადრ-სინქრონის, მოგვიანებით კი სიუჟეტის გასწორება მოხდა როგორც გადაცემის შემდეგ საინფორმაციო გამოშვებებში, ასევე ვებ-გვერდზე.