ტელე-რადიო კომპანია "რიონის" თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება

15 მაისი 2019
რიონი

ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის“ თვითრეგულირების საბჭომ, სოციალურ მედიაში რამდენიმე დღის დაგვიანებით გაჩენილი კომენტარების გამო,თვითინიცირებით განიხილა "ჩვენი შუადღის" 08 მაისის გადაცემა და დაადგინა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრული ,,მრავალფეროვნების დაცვის“ პრინციპის დარღვევა, რომლის მიხედვით: ,, მაუწყებელი ვალდებულია, არ გაავრცელოს მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას ეთნიკური, რელიგიური სექსუალური და სხვა უმცირესობებისადმი. მან ასევე თავი უნდა აარიდოს უარყოფით მოვლენებთან რომელიმე სახის უმცირესობის დაუსაბუთებელი კავშირის შესახებ საუბარს, არ უნდა შეუწყოს ხელი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. თუ რესპონდენტი ხმარობს შეურაცხმყოფელ გამოთქმას რომელიმე ჯგუფის მიმართ, ჟურნალისტი ვალდებულია, კონკრეტული მონაკვეთი ეთერში არ გაუშვას. თუ სიძულვილის ენას ადგილი პირდაპირი ეთერის დროს ექნება, წამყვანი ვალდებულია, მოუწოდოს კორექტულობისაკენ სტუმარს.“

ბოდიშს ვიხდით იმ ადამიანებთან, ვინც გადაცემაში გამოყენებული ტერმინებითა და შეფასებებით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ჩვენ მივიჩნევდით და მიგვაჩნია, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება, მაგრამ დაუშვებელია სიძულვილის ენის გამოყენება.

ამასთან, მოვუწოდებთ აუდიტორიის ყველა წევრს, თავი შეიკავონ ტელე-რადიო კომპანიის დისკრედიტაციის უსაფუძვლო მცდელობებისგან. გამოიყენონ მედიის თვითრეგულირების და არა მედიაზე თავდასხმის გზები. მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტელეკომპანიის ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება, მით უფრო საჯარო სივრცეში. ამასთან, ყველას კატეგორიულად მოვუწოდებთ მუქარის შემცველი განცხადებების აღკვეთისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტელე-რადიო კომაპნია ,,რიონი“ მიმართავს კანონით დადგენილ ზომებს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.