TV 25-ის პრეცენდენტული საქმე

31 ოქტომბერი 2016

ტელემედიაში ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როცა მაუწყებელთა ნაწილი სხვა მაუწყებლის რეტრანლისრებას ახდენს ან ეთერში სხვა ტელევიზიის, ან დამოუკიდებელი სტუდიის მიერ მომზადებულ პროდუქტს ათავსებს. ვრცელდება თუ არა ასეთ პროგრამებზე ქცევის კოდექსის ნორმები? რამდენად შესაძლოა დადგეს  მაუწყებლის პასუხისმგებლობის საკითხი - თუ არხის რედაქციას გადაცემის წარმოებაში მონაწილება არ მიუღია?

ამ კუთხით პრეცენდენტულ განხილვას 2012 წელს ბათუმში მაუწყებელი კომპანიის - TV 25 -ის თვითრეგულირების ორგანოში ჰქონდა ადგილი, მას შემდეგ რაც მედიაქსპერტმა ზვიად ქორიძემ მედიაკავშირ ,,ობიექტივის” მიერ მომზადებული და TV 25 -ის ეთერით გადაცემული პროგრამის გამო იჩივლა.

 

დავის დეტალები

სადავო პროგრამა ბათუმში ,,აზიზიეს მეჩეთის” მშენებლობის თემას ეხებოდა, გადაცემაში ასევე საუბარი იყო ბათუმის ,,პრესკაფეში” იგივე თემაზე გამართული დისკუსიის დეტალები. პროგრამაში არაერთგზის კრიტიკულად მოიხსენიებდნენ თავად ზვიად ქორიძეს, რომელიც ბათუმის ,,პრესკაფეში” დისკუსიის ერთ-ერთი ინიციატორი და მოდერატორი იყო.

ზვიად ქორიძე საჩივრით ,,ტელეარხ 25-ის “ ეთერით გადაცემული მოსაზრებების უარყოფას ითხოვდა, განმცხადებლის მოსაზრებით ,,ობიექტივის” როგრამაში საზოგადეობას არ მიეწოდა მოსაზრრებათა ფართო სპექტრი; ადგილი ჰქონდა მოსაზრებათა არასწორ ინტერპრეტაციას; პროგრამის წამყვანი ღიად გამოტავდა საკუთარ მოსაზრებებს, რითაც ხელყოფდა გადაცემის მიუკერძოებლობას”.

აღნიშნულ პრინციპებს მოიცავს ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-17 მუხლი, დავაც ამ მუხლის მიხედვით წარმოებდა.

 

განხილვის დეტალები:

TV 25-მა დასაშვებად სცნო საჩივარი, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის მწარმოებელი სხვა მაუწყებელი (2012 წელს ,,ობიექტივი” დამოუკიდებლად მხოლოდ რადიოსიხშირით მაუწყებლობდა, ტელეგადაცემებს კი სხვა არხების, მათ შორის TV 25-ის საშუალებით გადასცემდა) იყო. ნიშანდობლივი იყო ის გარემოებაც, რომ მოსაჩვრემ არა უშუალო მწარმოებელს, არამედ პროგრამის გამავრცელებელ არხს მიამრთა. ამით TV 25-ის თვითრეგულირების საბჭომ მნიშვნელოვანი პრეცენდენტი დაუშვა - დაადასტურა, რომ იმის მიუხედავად არის თუ არა მაუწყებელი უშაულოდ ჩართული მის მიერ გადაცემულ პროგრამაში, მისი პასუხისმგებლობა, გარდა კანონით დაშვებული გამმონაკლისებისა (მაგალითად პოლიტიკური რეკლამა) ეთელის სრულ შინაარსზე ნაწილდება.

განხილვაზე TV 25-ის თვითრეგულირების ორგანოს პირველმა ინსტანციამ მოიწვია როგორც განმცხადებელი მხარე, ისე ,,ობიექტივის” წარმომადგენელიც - ირმა ინაშვილი. განხილვას სხვა მედიების ჟურნალისტები და დაინტერესებული საზოგადოებაც ესწრებოდა. ამით არხმა უზრუნველჰყო პროცესის მაქსიმალური გამჭირვალობა და ღიაობა.

 

 

გადაწყვეტილება

თვიტრეგულირების პირველმა ინსტანციამ ნაწილობრივ გაიზიარა განმცხადებლის მოსაზრება, რომ საზოგადოებას პროგრამით არ მიექოდა მოსაზრებათა ფართო სპექტრი. კომისიამ მიიჩნია, რომ მართალია მეიდაკავშირის ,,ობიექტივი” შეეცადა ზვიად ქორიძისგან სატელეფონო კომენტარის მოპოვებას, საბოლოო ჯამში ამ გზითაც ვერ უზურნველყო ფართო სპექტრის მიწოდება მაყურებლისთვის.

განმცხადებლის მოსაზრება, რომ გადაცემაში ადგილი ჰქონა არასწორ ინტერპრეტაციებს და წამყვანი ირმა ინაშვილი საკუთარ მოსაზრებას მიკერძოებულად გამოხატავდა, რითაც ხელყო პროგრამის მიუკერძოებლობა - სრულად იქნა გაზიარებული.

TV 25-მა ამ გადაწყვეტილებისა და  მისი შინაარსის შესახებ ე.წ. საუკეთესო დროში მიაწოდა აუდიტორიას დეტალრუი ინფორმაცია.