ცხელი ხაზი
032 243 10 35

ჯიხა TV

jikhatv.ge
წალენჯიხა, გამსახურდიას #9
+995 598 199091
kakhatv1966@gmail.com

ტელეკომპანია "ჯიხა" წალენჯიხის ადგილობრივი მაუწყებელია. ეთერში გადის კაბელური ქსელებისა და "აფხაზეთის ხმის" სიხშირული რესურსის საშუალებით. მაუწყებლობს წალენჯიხასა და მის მიმდებარე სოფლებში. ტელეკომპანიის პოტენციური აუდიტორია 42.000 კაცს შეადგენს. აქვს საერთო მაუწყებლობის ლიცენზია.  

"ჯიხას" ეთერში გადის შემდეგი გადაცემები:

"პრობლემა" - ყოველკვირეული ტოქ-შოუ;
"ფერმერის დღიური" - გადაცემა სოფლის მეურნეობაზე;
"საუბარი რელიგიაზე" - პროგრამა რელიგიურ თემატიკაზე;
"ტატოს მინი-სტუდია" - საბავშვო გადაცემა;
"ჯიხას არქივიდან" - საარქივო მასალები. გადის ყოველდღე ღამის ეთერში. 

 

ტელეკომპანია "ჯიხაში" თვითრეგულირების მექანიზმი ამ ეტაპზე ტელეკომპანიაში 2010 წლის 10 თებერვალს შეიმქნა. მაუწყებელში ამჟამად მუშაობს ხუთი თანამშრომელი. 

არხის დირექტორია კახა კვარაცხელია. 

 

 

განხორციელებული პრაქტიკები

Loading…
Loading the web debug toolbar…
Attempt #