ცხელი ხაზი
032 243 10 35

ტელეკომპანია ოდიში

ზუგდიდი, გამსახურდიას #119
595 900 155
odishi1989@gmail.com

 

ტელერადიოკომპანია ,,ოდიში“ დაარსდა 1989 წელს, დღეის მონაცემებით სილქნეტის არხით ტელეკომპანია ფარავს მთელს საქართველოს, ხოლო ციფრული მაუწყებლობით მთლიანად სამეგრელოს, ნაწილობრივ სვანეთს და აფხაზეთს. ,,ოდიშს“ 300 000 პოტენციური მაყურებელი ჰყავს.

ტელეკომპანია „ოდიშის“ ეთერში სისტემატურად გადის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში და კულტურის ცენტრში არსებული სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლების, ასევე ხალხური შემოქმედების კონცერტები და მათ მიერ დადგმული სპექტაკლების ვიდეოჩანაწერები. გარდა ამისა ,,ოდიში“ თანამშრომლობს ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან, რომელიც გვაწვდის სხვადასხვა დოკუმენტურ, მხატვრულ ფილმებს და შემეცნებით გადაცემებს. ასევე ყოველკვირეულად გადის ჟურნალისტიკის რესურსცენტრის მიერ მომზადებული საინფორმაციო გადაცემა ,,სათვალე“ და ვაშინგტონიდან მოწოდებული ყოველდღიური საინფორმაციო სახელწოდებით „ამერიკის ხმა“.

ოდიში+ს ეთერში ყოველდღე საათში ერთხელ გადის საინფორმაციო გამოშვება, ასევე გადაცემა ,,სტუმარი“ და სხვადასხვა მუსიკალური გადაცემები. ტელევიზიის დამფუძნებლები არიან გრიგოლ, ალექსანდრე და ლევან ქობალიები.

მაუწყებელში თვითრეგურილების მექანიზმი 2010 წლის 7 ივლისს შეიქმნა.

 

საბჭოს წევრები

  • ნანა ქობალია – წევრი; საინფორმაციო სამსახურის უფროსი
  • დავით გრიგოლია – თავმჯდომარე; გენერალური დირექტორი
  • შორენა დგებუაძე – წევრი; სარეკლამო სამსახურის ხელმძღვანელი
  • ნათია შონია – წევრი; ფინანსური მენეჯერი
  • შორენა ბასილაია – მენეჯერი

განხორციელებული პრაქტიკები

Loading…
Loading the web debug toolbar…
Attempt #