“ბოლნელი“, ყოფილი „Xll არხი“ დაარსდა 1995 წელს, 2009 წლის 7 ივლისს შეიცვალა სახელი და დარეგისტრირდა როგორც შპს სამაუწყებლო კომპანია „ბოლნელი“.
არხზე გადის შემდეგი გადაცემები:
საინფორმაციო პროგრამა,
მუსიკა,
სპორტი,
ბუნების და ცხოველთა სამყარო.
სატელევიზიო მაუწყებლობის პარალელურად კომპანია FM 107.3 მეტრულ დიაპაზონში ბოლნისის, მარნეულის,თეთრიწყაროს, დმანისის და გარდაბნის რაიონებში აწარმოებს 16 საათიან რადიო მაუწყებლობას.
ტელეკომპანია "ბოლნელში" თვითრეგულირების საბჭო 2009 წელს შეიქმნა. არხზე ამჟამად 8 ადამიანი მუშაობს.
მაუწყებლის დირექტორია აკაკი უგრეხელიძე.