ტელეკომპანია ,,გურჯაანი“ - რეგიონული ტელევიზია კახეთის მხარეში, 1993 წლიდან მაუწყებლობს. მისი პოტენციური აუდიტორია ციფრულ მაუწყებლობაზე 200 000-მდე ადამიანს შეადგენს. არხი მაუწყებლობს ,,სილქნეტზე“,,,მაგთისატსა და აიპი ტელევიზიაზე.“, ამიტომ მაყურებელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს. საინფორმაციო სამსახური კახეთში, საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ ტელემაყურებელს დღეში 4-ჯერ, პირდაპირ ეთერში აწვდის ინფორმაციას. მაუწყებლობა 8:00 საათზე იწყება და 01:00 საათზე მთავრდება. სატელევიზიო ბადე შევსებულია საინფორმაციო-ანალიტიკური საავტორო გადაცემებით, გასართობი პროგრამებით, ქართულ ენაზე გახმოვანებული მხატვრული ფილმებით, სერიალით, სარეკლამო რგოლებით.
ტელეკომპანია "გურჯაანში" თვითრეგულირების მექანიზმი 2010 წლის 9 თებერვალს შეიქმნა.
არხის გენერალური დირექტორია თამარ ნიბლაძე. აღმასრულებელი დირექტორი კი - ლევან ალექსიშვილი.